თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. 2015 წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების ბაზარზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 41 867 ერთეული შეადგინა, რაც 2,5%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 0,8%-ით ნაკლები 2015 წლის აპრილთან შედარებით, იუწყება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
საანგარიშო პერიოდში პირველადი უძრავი ქონების ბაზარი 2014 მაისთან შედარებით 1,4%-ით გაიზარდა, ხოლო მეორადი უძრავი ქონების ბაზარი — 2,8%-ით. ამავდროულად, პირველადი უძრავი ქონების ბაზარი 2015 წლის აპრილთან შედარებით 2,3%-ით დაეცა, ხოლო მეორადი უძრავი ქონების ბაზარი — 0.4%-ით.