მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცირეწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე ანკარის ინტერპოლის მიერ 2014 წლის 21 თებერვლიდან იძებნებოდა.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მოქალაქე აჰმეთ სამი ონეი დააკავეს, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური სამშაბათს, 30 ივნისს. 

მცირეწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე ანკარის ინტერპოლის მიერ 2014 წლის 21 თებერვლიდან იძებნებოდა. ის ბათუმის აეროპორტის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს.  

როგორც საქართველოს შსს-ში აღნიშნეს, მიმდინარეობს დაკავებულის სამშობლოში ექსტრადიციის პროცედურები. 


ყველა ახალი ამბავი
0