მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გელათის მონასტერი შეიძლება იუნესკოს სიაში აღმოჩნდეს

© photo: Sputnik / A. Aleksandrov / გადასვლა მედიაბანკშიგელათის მონასტერი
გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გელათის მონასტერი დავით აღმაშენებლის თაოსნობით მე-12 საუკუნეში აიგო. მანვე დააარსა გელათის აკადემია.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის შუა საუკუნეების გელათის მონასტერი იუენსკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატან სხვა 36 კანდიდატს შორისაა, იუწყება ორგანიზაციის ვებგვერდი.

განაცხადების სიაში ახალი ობიექტების — ბუნებრივი, კულტურული და შერეული შეყვანის – შესახებ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრები 39-ე სესიაზე განიხილავენ, რომელიც ბონში (გერმანია) 28 ივნისს გაიხსნა და 8 ივლისამდე გაგრძელდება.

პრეტენდენტებს შორისაა ასევე მონღოლეთის და რუსეთის ფედერაციის დაურიის ლანდშაფტები და ბეით შეარიმის ნეკროპოლი — ისრაელში ებრაელების აღორძინების სიმბოლო.

39-ე სესიის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ განაცხადა, რომ ”კულტურული მემკვიდრეობა დღეს საფრთხეშია”.

”ჩვენ სირიაში, ერაყში, ლიბიასა და იემენში მემკვიდრეობის ძეგლების წინასწარ განზრახული სასტიკი, მანამდე არნახული მასშტაბებით ნგრევის მოწმენი ვართ”, — განაცხადა ბოკოვამ და საერთაშორისო თანამეგობრობას კულტურული ფასეულობების დაცვისკენ მოუწოდა. 

მსოფლიო მემკვიდრეობის სია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის მონაწილე ქვეყნებში არსებულ 1 ათასზე მეტ ობიექტს მოიცავს.

გელათის მონასტერი დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში მე-12 საუკუნეში აიგო. მანვე დააარსა გელათის აკადემია, რომელიც მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ღვთისმეტყველების, საერთო განათლებისა და მეცნიერების კერად არის აღიარებული.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები. ადრე მონასტერში არაერთი ღირებული ხატი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ინახებოდა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ისინი გელათის მონასტრიდან გაიტანეს და სხვადასხვა მუზეუმებში გადაანაწილეს.


ყველა ახალი ამბავი
0