თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე თვლის, რომ ახალი ზოოპარკი არ უნდა იყოს ძვირადღირებული, რათა მასი ნახვის ღირებულება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვის.
ახალი ზოოპარკის აშენებას დედაქალაქის ხელისუფლება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს. წყალდიდობის შედეგად, რომელიც თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა, ზოოპარკის ქვედა ნაწილი მთლიანად განადგურდა. ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა.
„ჩვენ ისეთი ზოოპარკი უნდა ავაშენოთ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ხალხისათვის. შედარებით იაფია ისრაელისა და ამერიკული პროექტი. ტროპიკული ტყეები მათშიც არის გათვალისწინებული. მაგრამ არა ისეთი დიდი, როგორც ინგლისურ და გერმანულ პროექტებში. ამერიკული ითვალისწინებს უბრალო ვოლიერებს. მოგზაურობ და იღებ ბევრ ინფორმაციას. დათვალიერების პროცესი შემეცნებით ხასიათს ატარებს“, განაცხადა გურიელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, 2009-2010 წლებში ეს კონცეფციები უკვე აღარ განიხილებოდა, და თბილისის მერიამ ახალი პროექტის დამუშავება დაუკვეთა. „პროექტი 60 მილიონი ჯდება და ძალიან საინტერესოა. ის იაფი შესანახია და ადგილობრივ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, — თქვა ზოოპარკის დირექტორმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ თბილისის მერიას ზოოპარკის მშენებლობის კიდევ ერთი კონცეფცია აქვს.