თბილისში ათობით მანქანა განადგურდა წყალდიდობის შედეგად. რამდენიმე მანქანის ჩონჩხი ამ დროისათვის თბილისის ცენტრში პოლიციის ერთ-ერთ შენობასთანაა.
საქართველოში, როგორც წესი, საკუთარ ავტოტრანსპორტს არავინ აზღვევს. ბევრი ავტომობილისტი ერიდება დაზღვევას იმ მიზეზით, რომ ეს ზედმეტ ხარჯად მიაჩნიათ. შესაძლოა, თბილისის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც დაამტკიცა, რომ ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოულოდნელად შესაძლოა წყლის დამანგრეველი დალღით დაიტბოროს, დააფიქრებს ავტომობილისტებს მანქანის დაზღვევაზე.
საკუთარი ავტომობილებს ძირითადად აზღვევენ მთავრობა და მსხვილი კომერციული კომპანიები, ასევე ავტოსალონები ახალი ავტომანქანის გაყიდვისას. მანქანის დაზღვევა აუცილებელია მაშინ, თუ მყიდველი ბანკის დახმარებით, განვადებით იძენს ავტომობილს.