შსს-ს ექს-თანამშრომელმა გია სოსანაშვილმა, უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე

© public domainპროკურატურა, სასამართლო
პროკურატურა, სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოსანაშვილის საქმე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საერთო საქმიდან გამოიყო, რადგან გამოძიება მკვლელობის მონაწილე ახალი პირების გამოვლენაზე მუშაობს.

თბილისი, 29 ივნისის — Sputnik. შსს-ს ექს-თანამშრომელმა გია სოსანაშვილმა, რომელსაც უფლებათადამცველის იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ბრალდება, უარი თქვა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, ამის შესახებ დაღუპულის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ორშაბათს, 29 ივნისს განაცხადა. 

 სოსანაშვილი წინასწარ განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული, რომელიც მსხვერპლის სამსახურებრივ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. ასევე იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების უკანონო ტარება შენახვა ბრალდება. 

 „წინასასამართლო მოსმენისას, ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლი ითვალისწინებს, სასამართლომ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას უფლება აქვს ისარგებლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი, მაგრამ ბრალდებულმა ამაზე უარი თქვა“, განაცხადა მოსიაშვილმა. 

 გარდა ამისა, სოსანაშვილის საქმე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საერთო საქმიდან გამოიყო, რადგან გამოძიება მკვლელობის მონაწილე ახალი პირების გამოვლენაზე მუშაობს. 

 „გამოძიება ვარაუდობს, რომ სოსანაშვილი მარტო არ იღებდა მონაწილეობას იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში“, — განაცხადა მოსიაშვილმა. 

 წინასწარი მოსმენისას, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება. 

 „რაც შეეხება დაცვის მხარეს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. მტკიცებულებათა დიდი ნაწილი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, რადგან სამართლებრივ-პროცესუალური ნორმების დარღვევით იყო მოპოვებული“, — თქვა მოსიაშვილმა.

 საზოგადოებრივი მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი იური ვაზაგაშვილი 2015 წლია 20 იანვარს თავისი შვილის ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების შედეგად დაიღუპა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში. 


ყველა ახალი ამბავი
0