პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ მეგობრები, კოლეგები, ახლო ნათესავები, რუსი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები, რომელთა შორის 1999 წელს სერგეი პრიმაკოვის პრემიერ–მინისტრის პოსტზე შემცვლელი სერგეი სტეპაშინიც იყო, საბჭოთა კავშირის ექს–პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი, აშშ–ს ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი, ცნობილი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, ასევე სხვადასხვა ტიპის ჯარების წარმომადგენლები და სხვანი.
ცალკეული დელეგაციის სახით მივიდა ფრაქცია "რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტია" (КПРФ) მეთაურთან გენადი ზიუგანოვთან და კომპარტიის ვიზე–სპიკერთან ივან მელნიკოვთან ერთად.
ყოფილი პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსამშვიდობებელი ცერემონია ორშაბათს მოსკოვში კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში გაიმართა. ევგენი პრიმაკოვს ნოვოდევიჩიის სასაფლაოზე დაკრძალავენ, ცერემონიას მოსკოვის ნოვოდევიჩიის მონასტერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი წარუძღვება.
ევგენი მაქსიმოვიჩ პრიმაკოვი 1929 წლის 29 ოქტომბერს კიევში დაიბადა. 1996 წლის იანვრიდან 1998 წლის სექტემბრამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ის ასევე საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის "მრავალპოლარულობა" ავტორი იყო. 1998 წლის სექტემბრიდან 1999 წლის მაისის ჩათვლით ევგენი პრიმაკოვი რუსეთის მმართველის მოადგილის პოსტს იკავებდა. მისი პრემიერის პოსტზე ყოფნის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აშშ–ში არშემდგარი ვიზიტი. 1999 წლის 24 მარტს ევგენი პრიმაკოვი ვაშინგტონში მიემგზვრებოდა. როდესაც თვითმფრინავი ატლანტიკის ოკეანის თავზე იყო, პრემიერს შეატყობინეს, რომ ნატომ იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყო. ამის გამო პრიმაკოვმა ბრძანება გასცა მოეუბრუნებინათ თვითმფრინავი და ის მოსკოვში დაბრუნდა.