თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. რუსეთის აგრომრეწველობის კომპლექსების განვითარების სახელმწიფო პროგრამის კორექტირება 2020 წლისათვის ყურძნის წარმოების 0,7 მლნ ტონით ზრდას და ამავე პროდუქტის იმპორტის ორჯერ შემცირებას განაპირობებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე გამოყოფილი თანხები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, საშალებას მოგვცემს 0,7 მლნ ტონით გავზარდოთ ყურძნის მოსავალი 2020 წლისათვის, რაც იმპორტულ პროდუქციას 54.6%–ით შეამცირებს“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბრისას და დააზუსტა, რომ ჯამში სახელმწიფო პროგრამის ყველა მეურნეობისთვის, მათ შორის მევენახეობისთვის, დამატებით 568,2 მლრდ რუბლი გამოიყოფა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთში მევენახეობისა და ღვინის დაწურვის განვითარების სტიმულირება მევენახეებს ნიშნულის გაზრდის საშუალებას მიცემს და 2020 წლისათვის დათესილი იქნება 140 ათასი ჰექტარი.
მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩევი აცხადებდა, რომ სამინისტრო აპირებს მხარი დაუჭიროს ღვინის წარმოების ჯაჭვის სუფსიდირებას – ყურძნის გაზრდიდან და გადამუშავებიდან, „ახალი, ტექნოლოგიური, თანამედროვე“ ღვინის ქარხნების მშნებელობამდე.
მინისტრის განცხადებით, რუბლის დევალვაციმ რუსული ხარისხიანი ღვინის მოთხოვნა გაზარდა ბაზარზე, ამიტომ მხოლოდ მევენახეობის სუფსიდირება არაა საკმარისი ინდუსტრიის აღსადგენად.