თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ყირგიზეთის ბატკენის ოლქში ყირგიზ და უზბეკ მესაზღვრეებს შორის სროლის ფაქტი დაფიქსირდა, იუწყება ”სპუტნიკ ყირგისტანი” ყირგიზეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აღნიშნეს, რომ ტერიტორიაზე სროლის ფაქტი დაფიქსირდა და პირობა დადეს, რომ კონკრეტული დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებდნენ. ამასთან, სააგენტოს კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ სროლის დროს უზბეკი მესაზღვრე დაიჭრა.
უზბეკეთის სასაზღვრო სამსახურის კომენტარი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რუსულ საინფორმაციო სამსახურს ”რია ნოვოსტის” ჯერჯერობით არ გააჩნია.
ორი ქვეყნის საერთო საზღვრის სიგრძე 1,3 ათას კილომეტრს აჭარბებს. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ყირგიზეთ-უზბეკეთის სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის თითქმის მეოთხედი დელიმიტირებული რჩება, რაც საზღვარზე მუდმივი კონფლიქტების მიზეზია. იარაღის გამოყენებით ბოლო სამი წლის მანძილზე საზღვარზე რამდენიმე ათეული ინციდენტის ფაქტი დაფიქსირდა.