საქართველოს პრემიერი აფხაზურ ენას სწავლობს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზური ენის შესწავლა დავიწყე. ჩვენთან ადმინისტრაციაში აფხაზი გოგონა მუშაობს და ის მეხმარება, განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზური ენის შესწავლა დაიწყო.

”აფხაზური ენის შესწავლა დავიწყე. ჩვენთან ადმინისტრაციაში აფხაზი გოგონა მუშაობს, რომელიც მეხმარება. მიმაჩნია, რომ ამით აფხაზი ძმების მიმართ პატივისცემას გამოვხატავ”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


ყველა ახალი ამბავი
0