თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ქართული კინოს დღეები ფილიპინებზე მსოფლიო პრემიერების კინოფესტივალის (World Premieres Film Festival Philippines) ფარგლებში გაიმართება, რომელსაც საქართველო წელს პირველად შეუერთდება, იუწყება საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი ორშბათს, 29 ივნისს.
3 ივლისს, კინოფესტივალზე საქართველო ლევან თუთბერიძის ფილმს „ ცხრა მთას იქით“, ხოლო 4 ივლისს თინათინ კაჭრიშვილის“პატარძლებს“ წარმოადგენს. ქართული კინოს დღეები ქალაქ მაკატიში 24ივნისიდან 7 ივლისის პერიოდში გაიმართება.
ქართული კინოს დღეებზე, რომელიც ფესტივალის დახურვის დღეს გაიხსნება, ნაჩვენები იქნება ქეთევან მაჭავარიანის ფილმი „თეთრი, როგორც მარილი“, ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“და "გასეირნება ყარაბაღში – 2"და ასევე ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეები“.