უეფას სუპერთასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს დაიწყება

© courtesy of UEFAუეფას სუპერთასი
უეფას სუპერთასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას სუპერთასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა ევროპელი გულშემატკივრებისათვის 1 ივლისს, ევროპის დროით 09:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ქართველ გულშემატკივარს უეფას სუპერთასზე ბილეთების შეძენა 30 ივნისს თბილისის დროით დილის 09:00 საათიდან შეეძლება, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ორშაბათს, 29 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. მატჩი თბილისში 11 აგვისტოს ”ბარსელონასა” და ”სევილიას” შორის გაიმართება.

”ჩვენი მოთხოვნა ქართველი გულშემატკივრისთვის 24 ათასი ბილეთის გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილებულია და ხვალ, 30 ივნისს, 09:00 საათიდან ქართველი გულშემატკივრისთვის biletebi.ge ბილეთების გაყიდვას დაიწყებს. საზოგადოებას წარედგინება სპეციალური ვიდეო-რგოლი, რომელიც ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას შეიცავს”, — განაცხადა სიჭინავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბილეთების გაყიდვა ევროპელი გულშემატკივრებისთვის 1 ივლისს, ევროპის დროით 09:00 საათზე დაიწყება.

” biletebi.ge-მ ყველა ტექნიკური პრობლემა მოაგვარა, გაიარა მონიტორინგი და იმედი მაქვს, რომ პრობლემა აღარ გამეორდება”, — განაცხადა სიჭინავამ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბილეთების გაყიდვა ვებგვერდზე რიგითობის მიხედვით მოხდება, გვერდზე შესვლის შემდეგ თითოეულ მომხმარებელს ბილეთების შესაძენად 10 წუთი ექნება.

უეფას სუპერთასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა ვებგვერდზე 22 ივნისს, დილის 9 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გვერდის სერვერებმა მსურველთა დიდ ნაკადს ვეღარ გაუძლო და გაითიშა. biletebi.ge-ს 48-საათიანი ვადა მიეცა, მაგრამ ონ-ლაინ გაყიდვები აქამდე მაინც ვერ მოხერხდა.

უეფას სუპერთასის მატჩი თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ”ბარსელონა” და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებული ”სევილია”.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0