საქართველოში ხილის წარმოება 2014 წელს 3%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Эдуард Песов / გადასვლა მედიაბანკშიხილი
ხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წელს წარმოებული იყო 229 ათასი ტონა ხილი, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე 5,5%-ით მეტია, ხოლო ყურძენი - 224,9 ათასი ტონა, რაც 2013 წელთან შედარებით 1%-ით მეტია.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2014 წელს წარმოებული იყო 453,9 ათასი ტონა ხილი და ყურძენი, რაც 2013 წლის მონაცემზე (440,4 ათასი ტონა) 3%-ით მეტია, ნათქვამია ”საქსტატის”  მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კერძოდ, 2014 წელს წარმოებული იყო 229 ათასი ტონა ხილი, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე (217,6 ათასი ტონა) 5,5%-ით მეტია, ხოლო ყურძენი — 224,9 ათასი ტონა, რაც 2013 წელთან შედარებით (222,8 ათასი ტონა) 1%-ით მეტია. 

საანგარიშო პერიოდში ციტრუსი წარმოებული იყო 76,2 ათასი ტონა, რაც 2013 წელთან შედარებით (110,4 ათასი ტონა) 31%-ით ნაკლებია. ასევე 2014 წელს 1,8 ათასი ტონა ჩაი იყო წარმოებული, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან (3,3 ათასი ტონა) შედარებით 45%-ით ნაკლებია.

საქართველოში 2014 წელს წარმოებული იყო 43 ათასი ტონა თხილი და კაკალი, რაც 2013 წელთან შედარებით (50,5 ათასი ტონა) 15%-ით ნაკლებია.

კერძოდ, 2014 წელს წარმოებული იყო 37,4 ათასი ტონა თხილი, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე (39,7 ათასი ტონა) 6%-ით ნაკლებია და 5,6 ათასი ტონა კაკალი, რაც 2013 წელთან შედარებით (10,8 ათასი ტონა) 48%-ით ნაკლებია.


ყველა ახალი ამბავი
0