მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ–ს სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი ბათუმის პორტში შევიდა

© https://www.facebook.com/mod.gov.ge"ლაბუნი"
ლაბუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტი აშშ საელჩომ ნატოს პარტნიორებსა და საქართველოსთან საერთო მიზნების მისაღწევად ურთიერთობების გამყარების სურვილის კიდევ ერთ გამოხატულებად შეაფასა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკავშირდება.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აშშ–ს სამხედო−საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარაკეტო გამანადგურებელი „ლაბუნი“ ბათუმის პორტში კვირას შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში გამანადგურებელი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ერთობლივ სწავლებებს ჩაატარებს. 

ბათუმში ამერიკული ხომალდის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ვიზიტი აშშ საელჩომ „ნატოს პარტნიორებსა და საქართველოსთან საერთო მიზნების მისაღწევად ურთიერთობების გამყარების სურვილის კიდევ ერთ გამოხატულებად შეაფასა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკავშირდება“.

„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში ეს არის მნიშვნელოვანი მოვნელა, ეს არის ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობისა და იმისა, რომ ჩვენ ერთად ვაპირებთ გავუმკლავდეთ საფრთხეებს თუ ისინი ექნება ჩვენს ქვეყნებს“, − განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შეხვედრის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრობის გაღრმავების დასტური. „მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკულ მხარეს იმისათვის, რომამ ვიზიტებმა რეგულარული სახე მიიღო“, − დაამატა ხიდაშელმა. 

აშშ-ს საელჩომ საქართველოში დაადასტურა საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების გეგმები. „ლაბუნის“ ვიზიტი აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენლების ვიზიტების გაგრძელებაა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურება“, − განაცხადეს ამერიკულ დიპლომატიურ მისიაში. 

აშშ–ს თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ „ლაბუნის“ საქართველოში ჩასვლა პარტნიორ-ქვეყნებს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ აშშ–ს სამხედო-საზღვაო ძალები კვლავაც ერთგულნი არიან იმ საერთო მიზნების, რომლებმაც რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა  უნდა უზრუნველყოს“.  

ხომალდის კაპიტნის, კრისტოფერ მაკკალუმის განცხადებით, „ახლანდელი ვიზიტი ნებას გვაძლევს განვამტკიცოთ ნატოს ქვეყნებს შორის კავშირები იმის მიხედვით, თუ როგორ ვმუშაობთ საერთო მიზნების მისაღწევად“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0