მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პარტიარქი "დიდ შეცდომად" მიიჩნევს აშშ-ს გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინებაზე

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ, 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ უფლება ერთსქესიან ქორწინებაზე არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და ამით ნება დართო მსგავსი ქორწინებები დარეგისტრირდეს ყველა შტატში.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ „დიდი შეცდომა“ უწოდა აშშ-ს გადაწყვეტილებას ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ.

 “მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა“, — განაცხადა საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს პატრიარქმა. 

პარასკევს, აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ, 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ უფლება ერთსქესიან ქორწინებაზე არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და ამით ნება დართო მსგავსი ქორწინებები დარეგისტრირდეს ყველა შტატში. ამ დრომდე ერთსქესიანთა ქორწინება აშშ-ს 50 დან 37 შტატშია დარეგისტრირებული.


ყველა ახალი ამბავი
0