ნუკრი რევიშვილი „მორდოვიას“ კარს დაიცავს

© photo: Sputnik / Виталий Тимкив / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი, ნუკრი რევიშვილი
ფეხბურთი, ნუკრი რევიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
28 წლის მეკარემ თავისი არჩევანი „მორდოვიაზე“ შეაჩერა, რომელმაც იური სემინის ხელმძღვანელობით, გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 27 ივნისი —Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი მომავალ სეზონს რუსეთის პრემიერ-ლიგაში დაიწყებს. გოლკიპერის ახალი კუბი სარანსკის „მორდოვია“ გახდება. 

 უკანასკნელი წელი რევიშვილმა რუსეთის ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში პირველობისათვის მონაწილე კლუბ „ტოსნო“-ში გაატარა. მოსალოდნელი იყო, რომ 2015-2016 წლებში სეზონს რევიშვილი საქართველოს ჩემპიონის გორის „დილა" – ს გუნდში გაატარებდა. 

თუმცა, 28 წლის მეკარემ თავისი არჩევანი „მორდოვიაზე“ შეაჩერა, რომელმაც იური სემინის ხელმძღვანელობით, გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა. ოფიციალურ კონტრაქტს, რომლის დეტალები არ ხმაურდება, უახლოეს ხანებში მოეწერება ხელი. 

რევიშვილს უკვე აქვს რუსეთის ჩემპიონატში გამოსვლის გამოცდილება. 2006 წლიდან 2013 წლამდე იგი თამაშობდა კაზანის „რუბინში", მახაჩკალის „ანჟიში" და კრასნოდარის „კრასნოდარში“.


ყველა ახალი ამბავი
0