თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველო–რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა მესამე ფორუმის - „არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი ეკოლოგიური უფლებების დაცვაში“ გახსნას მიეძღვნება პრესკონფერენცია, რომელიც „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 1 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება.
ფორუმი თბილისში 3 ივლისს გაიმართება და კავკასიაში ისეთ ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნება, როგორებიცაა: მთიანი ტერიტორიების ეკოლოგიური უსაფრთხოება, მთიანი და მთისწინა ტერიტორიების ეკოლოგია და გამოყენება, გლობალური კლიმატური ცვლილებები და მათ გავლენა დიდი კავკასიონის მთიან ტერიტორიებზე, მედიის მიერ ეკოლოგიური თემატიკის გაშუქება და ამ სფეროში ქართულ-რუსულ პროექტები.
ფორუმის ფარგლებში შედგება მოსკოვის "ოსტანკინოს" ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სტუდენტების გაცნობითი ხასიათის ვიზიტი საქართველოში. ისინი საქართველოს შესახებ რამდენიმე სიუჟეტს მოამზადებენ შემდეგ თემებზე: მედიის რეფორმა, კულტურა, ეკოლოგია, იუსტიციის სახლის მუშაობა და ფორუმის შედეგები.
პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ დაგეგმილ ფორუმზე, ხოლო ახალგაზრდა ჟურნალისტები საქართველოზე პირველ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ მსმენელებს.
პრესკონფერენციის მონაწილეები:
— "თანამშრომლობის ქართული ფორუმის" დირექტორი თემურ ქობალია;
— იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის იურისტთა კლუბის დირექტორი, "თანამშრომლობის ქართული ფორუმის" ორგანიზაციული კომიტეტის თავმჯდომარე მარია კანევსკაია;
— „ოსტანკინოს“ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის PR განყოფილების ხელმძღვანელი ირინა კოროლიოვა;
— „ოსტანკინოს“ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სტუდენტები.
„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:
თბილისი, რუსთაველის გამზირი,2. ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოფისი 808.
ტელეფონები: 224 46 77; 555 90 89 77.