საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 2016 წლის პირველი იანვრიდან 36 თვის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში ჩაშვება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში განთავსებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანია არ სახელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე შენობის პრივატიზაციაზე ელექტრონული ტენდერი 29 მაისს გამოაცხადა. აუქციონის საწყისი ფასი 6 მილიონი აშშ დოლარი იყო, იტყობინებიან ეკონომიკურ უწყებაში.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 2016 წლის პირველი იანვრიდან 36 თვის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში ჩაშვება. 

 აუქციონის პირობებით, შენობის ახალი მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საპრივატიზაციო ობიექტში განთავსებული მომხმარებლების ანაზღაურების გარეშე ყოფნა შენობაში 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 აუქციონის შედეგები გაუქმდება თუ საპროვატიზაციო თანხა 30 კალენდარულ დღეში არ იქნება გადახდილი. 


ყველა ახალი ამბავი
0