მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა ჰაკასიაში ხანძრისგან დაზარალებულთა საცხოვრებლის მშენებლობის პროცესი გადაამოწმა

გამოწერა
რუსეთის მთავრობა ჰაკასიაში ხანძრისგან დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახებს და ოჯახებს, რომლებსაც ბავშებზე აქვთ მეურვეობა, დამატებით საცხოვრებელ მოედნებს გამოყოფს. ამისათვის განსაზღვრეს 200 მილიონ რუბლზე მეტი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს რესპუბლიკის მოსახლეობის დახმარებისადმი მიძღვნილ თათბირზე.

"მრავალშვილიან ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომლებშიც ცხოვრობენ ბავშვები, პრობლემის გადაჭრაში დამატებითი გზებით უნდა დავეხმაროთ. საჭირო იქნება ცვლილებები შევიდეს მთავრობის მიერ მიმდინარე წლის აპრილში მიღებულ დადგენილებაში", — განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო საცხოვრებლის აღდგენაში დაეხმარება ფედერალური ბინების მფლობელებს, რომლებიც იმიერბაიკალის მხარეში ხანძრისგან დაზარალდნენ.

პუტინი სოფელ უსტ-ბიურში ხანძრის შემდეგ მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების პროცესს გაეცნო. ჰაკასიაში გაჩენილი მძვინვარე ხანძრის შედეგად, სულ 1400 კარმიდამო განადგურდა, სოფელ უსტ-ბიურში დაიწვა 72 კარმიდამო. პრეზიდენტს შეატყობინეს, რომ ამ დროსათვის აღდგენითი სამუშაები გრაფიკის წინსწრებით მიმდინარეობს და სახლების შენებას არაფერი აფერხებს.

ციმბირში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ბუნებრივი ხანძარი მძვინვარებდა, რომელიც რამდენიმე ათეულ დასახლებულ პუნქტს მოედო. ჰაკასიაში ხანძარმა დაახლოებით 40 დასახლებული პუნქტი მოიცვა. დაახლოებით 5 ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, დაიღუპა 31 ადამიანი. რესპუბლიკის ხელისუფლების მონაცემებით, ჰაკასიაში ხანძრისგან სრულიად დაიწვა და დაზიანდა 1.7 ათასი სახლი. დიდი ზარალი მიადგა იმიერბაიკალის რაიონის მოსახლეობასაც.

ყველა ახალი ამბავი
0