ევგენი პრიმაკოვი - გარდასული ეპოქა. კადრები არქივიდან

გამოწერა
რუსეთის ყოფილი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. იხილეთ ვიდეო არქივიდან, თუ როგორი იყო ცნობილი პოლიტიკოსი და დიპლომატი.

რუსეთის ყოფილი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორი იყო ცნობილი პოლიტიკოსი და დიპლომატი.

რუსეთის ექს-პრემიერს ევგენი პრიმაკოვს 29 ივნისს ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალავენ, პარასკევს "რია ნოვოსტის" შეატყობინეს სავაჭრო-ინდუსტრიულ პალატაში.

"დაკრძალვა ორშაბათს ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე 15:30 საათზე ჩატარდება. 8:00-დან 13:00-მდე გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართება კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში", — განაცხადა რუსეთის სავაჭრო-ინდუსტრიული პალატის ხელმძღვანელმა.

საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა რუსეთის ექს-პრემიერი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფო მოხელედ დაასახელა და მისი გარდაცვალება საზოგადოებისათვის დიდ დანაკარგად მიიჩნია.

პრიმაკოვი იყო ერთ-ერთი წამყვანი სამამულო აღმოსავლეთმცოდნე, მეცნიერი მსოფლიო ეკონომიკის დარგსა და საერთაშორისო ურთიერთობებში, კერძოდ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხების კოპლექსური შესწავლის სფეროში, საერთაშორისო კონფლიქებისა და კრიზისების შესწავლის თეორიასა და პრაქტიკაში, მსოფლიო ცივილიზაციისა და გლობალური პრობლემების კვლევის პროცესში, განვითარებადი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების საკითხებში.

ევგენი მაქსიმოვიჩ პრიმაკოვი 1929 წლის 29 ოქტომბერს კიევში დაიბადა. 1996 წლის იანვრიდან 1998 წლის სექტემბრამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ის აგრეთვე იყო საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის "მრავალპოლარულობა" ავტორი. 1998 წლის სექტემბრიდან 1999 წლის მაისის ჩათვლით ევგენი პრიმაკოვი რუსეთის მმართველის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0