რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სოჭის ათასზე მეტი მოსახლე გამოიყვანეს დატბორილი სახლებიდან, ავტომანქანებიდან, ნანგრევებიდან და 270 ბავშვი საბავშვო ბაღებიდან, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამხრეთის რეგიონის სამძებრო-სამაშველო ჯგუფი.
სოჭში ადლერის რაიონში მაშველებს ექიმები სტიქიის დროს დატბორის სახლებში ტივების საშუალებით დაყავდათ.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში სულ მონაწილეობდა 112 მაშველი, 17 ავტომანქანა, 10 ბორანი და ვერტმფრენი მი-8.
25 ივნისის ღამეს სოჭში ძლიერი წვიმა იყო, რის გამოც ქალაქის ქუჩები დაიტბორა, მოსახლეობა კი შუქისა და წყლის გარეშე დარჩა. ყველაზე მეტად ადლერის რაიონი დაზარალდა. ხელისუფლებამ ამ რაიონსა და ხოსტინსკის რაიონში მდებარე სოფელ კუდეპსტაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციის მიხედვით, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში 400-ზე მეტი სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 20 ოჯახი.