თბილისში გრძელდება წყალდიდობის შედეგად გაქცეული ვეფხვის სამძებრო სამუშაოები

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ
თბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ზოოპარკისა და სხვა ადგილების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. უწყებაში ფიქრობენ, რომ ვეფხვი უკვე მკვდარია.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისში ჯერ კიდევ გრძელდება წყალდიდობის შედეგად გაქცეული ვეფხვის სამძებრო სამუშაოები.

წყალდიდობის შედეგად, რომელიც თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა, თბილისის ზოოპარკის ქვედა მხარე მთლიანად განადგურდა. ზოოპარკის 600 მკვიდრიდან ნახევარზე ნაკლები გადარჩა. უმეტესობა ადგილზე დაიღუპა, ზოგი მათგანი ქუჩაში აღმოჩნდა, მათ შორის მტაცებლები. მტაცებელთა ნაწილის დროებით დაძინება და ზოოპარკში დაბრუნება მოხერხდა, თუმცა ნაწილის მოკვლა მოუხდათ. 

 „მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები და ამ პროცესის დასრულებამდე, ძნელია რამის თქმა. ბევრი ვარიანტია იმის, თუ სად შეიძლება იყოს მტაცებელი. მიმდინარეობს ვეფხვის ძებნა“, — განუცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს პარასკევს, 26 ივნისს.

 როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახური იტყობინება, ზოოპარკისა და სხვა ადგილების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. უწყებაში ფიქრობენ, რომ ვეფხვი უკვე მკვდარია. 

 ზოოპარკმა წამოიწყო პროექტი Support Tbilisi Zoo recovery, რომლის დახმარებითაც გეგმავს ცხოველთა შენახვისათვის საჭირო თანხების შეგროვებას. 


ყველა ახალი ამბავი
0