ეთერ კაკულიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი, დაღუპულთა სიმბოლური მემორიალი
თბილისი, დაღუპულთა სიმბოლური მემორიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ქართველმა საესტრადო მომღერალმა რამდენჯერმე გაიარა მკურნალობის კურსი ისრაელში. ივნისში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,  პარასკევს, 26 ივნისს, ცნობილი ქართველი მომღერლის, საქართველოს დამსახურებული არტისტის ეთერ კაკულიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 ცნობილმა ქართველმა საესტრადო მომღერალმა რამდენჯერმე გაიარა მკურნალობის კურსი ისრაელში. ივნისში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.  

  "ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლის, ქალბატონ ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი ეთერის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", —  ნათქვამია სოციალოურ ქსელ  Facebook-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.  

ეთერ კაკულია 1948 წელს დაიბადა. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი.

 ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.  

 


ყველა ახალი ამბავი
0