თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადალახა საკვალიფიკაციო შერჩევა და თავის კარიერაში პირველად უიმბლდონის ტურნირის ძირითად რაუნდში ითამაშებს.
ბასილაშვილის პირველი მოწინააღმდეგე არგენტინელი ფაკუნდო ბაგნისი გახდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 137-ე პოზიციაზეა. თავად ბასილაშვილი ამ მომენტისათვის 157-ე პოზიციაზეა.
წარმატების შემთხვევაში, ქართველი ჩოგანი ტურნირის მესამე რაუნდში გადასასვლელად სტივ დარსისა (ბელგია) და ფელისიანო ლოპესის (ესპანეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ეს უკანასკნელი პლანეტის უძლიერეს ჩოგანთა ოცეულში შედის და უიმბლდონზე მეთხუთმეტე ნომრადაა განთესილი.