მოსკოვის ზოოპარკი თბილისელი კოლეგების დასახმარებლად აუქციონის გამართვას გეგმავს

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ
თბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ზოოპარკმა და ვეტერინარულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა დახმარებოდა თავის კოლეგებს და ორგანიზება გაუკეთა კონცერტს, რომლის საშუალებითაც გეგმავს თბილისის ზოოპარკის აღდგენისათვის თანხების შეგროვებას.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მოსკოვის ზოოპარკი, რუსეთის დედაქალაქის ვეტერინარული საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 2 ივლისის დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტს, აუქციონსა და ლატარეას გამართავს, ამის შესახებ, უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 წყალდიდობის შედეგად, რომელიც თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა, თბილისის ზოოპარკის ქვედა მხარე მთლიანად განადგურდა. ზოოპარკის 600 მკვიდრიდან ნახევარზე ნაკლები გადარჩა. უმეტესობა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ზოგიერთი ქუჩაში აღმოჩნდა, მათ შორის მტაცებლები. მტაცებელთა ნაწილის დროებით დაძინება და ზოოპარკში დაბრუნება მოხერხდა, თუმცა ნაწილის მოკვლა მოუხდათ. ზოოპარკმა წამოიწყო პროექტი Support Tbilisi Zoo recovery, რომლის დახმარებითაც გეგმავს ცხოველთა შენახვისათვის საჭირო თანხების შეგროვებას. 

 „მოსკოვის ზოოპარკმა და ვეტერინარულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა დახმარებოდა თავის კოლეგებს და ორგანიზება გაუკეთა კონცერტს, რომლის საშუალებითაც გეგმავს თბილისის ზოოპარკის აღდგენისათვის თანხების შეგროვებას. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა თბილისის ზოოპარკს გადაეცემა“ — აღნიშნეს ზოოპარკის პრეს-სამსახურში. 

კონცერტი 2 ივნისს რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ მუსიკალურ კლუბში გაიმართება. კონცერტზე მაყურებელთა წინაშე ჯგუფ „Blues Cousins“-ს დამაარსებელი და ლიდერი ლევან ლომიძე წარსდგება. საღამოს რუსეთის კინოსა და თეატრის მსახიობი ალისა გრებენშიკოვა წაიყვანს. გარდა ამისა კონცერტზე გაიმართება აუქციონი და ლატარეა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ლოტები მოსკოვის ზოოპარკის, ვეტერინარული კლინიკების ქსელისა და მოსკოვის ერთ-ერთი ვეტერინარული სკოლისაგან. 


ყველა ახალი ამბავი
0