ოპოზიცია: თბილისის მერია პასუხისმგებელია 13 ივნისის მოვლენებზე

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ხვდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა თვლის, რომ მერიის სამსახურები მოუმზადებელი აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ წყალდიდობის დროს ხალხის დაღუპვა თავიდან აეცილებინათ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ორი არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურას, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართეს და თბილისის მერს — დავით ნარმანიას გადადგომისაკენ მოუწოდეს.

 ამავე დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე იძიებს თბილისში 14 ივნისს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაკარგვის ფაქტს. თავის მხრივ, თბილისის პროკურატურა იძიებს უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევის ფაქტს, მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას. 

 „13 ივნისის ღამეს თბილისის მერი არ მოქმედებდა ადეკვატურად. მას არ ეყო ცოდნა და გამოცდილება კრიტიკულ მომენტში რეაგირებისათვის. მიუხედავად იმისა, როგორ და როდის აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს პროკურატურა, ჩვენ მოვუწოდებთ დავით ნარმანიას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 13 ივნისის ტრაგედიაზე და დატოვოს თანამდებობა“- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში პარასკევს, 26 ივნისს. 

 „ქრისტიან —დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა თვლის, რომ მერიის სამსახურები მოუმზადებელი აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ წყალდიდობის დროს ხალხის დაღუპვა თავიდან აეცილებინათ.

 „შესაძლოა იყო კიდეც ცალკეული ადამიანების პირადი გმირობის ფაქტები, მაგრამ ეს არ მეტყველებს ინსტიტუციონალურ გამართულებაზე“ — განაცხდა ჯოჯუამ.

 14 ივნისის ღამეს კოკისპირული წვიმისა და მეწყერული პროცესების შედეგად, დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. 3 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.


ყველა ახალი ამბავი
0