მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოროშენკო: კონსტიტუციის ცვლილებების შემდეგ უკრაინა უნიტარული ქვეყანა დარჩება

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ფედერალიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა უნიტარული სახელმწიფო დარჩება. ამაზე მან პარასკევს, კონსტიტუციური კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყნის დეცენტრალიზაციის ნაწილში ქვეყანა უნიტარული სახელმწიფო დარჩება, ამ საკითხში ”არანაირი კომპრომისი არ იქნება”, ამის შესახებ იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

საკონსტიტუციო კომისიამ ხელისუფლების დეცენტრალიზაციის ნაწილში უკრაინის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მოიწონა და დოკუმენტი განსახილველად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

”ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანა უნიტარული სახელმწიფო დარჩება და ამასთან დაკავშირებით არანაირი კომპრომისი არ იქნება”, — განაცხადა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პარასკევს, როდესაც უკრაინის ფედერალიზაციის საკითხზე საუბრობდა.


ყველა ახალი ამბავი
0