საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტის თანახმად, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საპარლამენტო კომიტეტებმა, საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა 1 ივლისს იგეგმება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოს დაადებს კანონპროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პარასკევს, 26 ივნისს. 

კანონპროექტის თანახმად, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საპარლამენტო კომიტეტებმა, საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა 1 ივლისს იგეგმება. ახალი სტრუქტურის ფუნქცია ფინანსური სტაბილურობისა და ფინანსური სექტორის გამჭვირვალობისთვის ხელშეწყობა უნდა იყოს. 

კანონპროექტს პირველი მოსმენით დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე პარასკევს გაიტანენ . 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია ამ კანონპროექტის მიზანშეწონილობა პროფესიული გაგებით.  შესაბამისად, ყველა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ვეტო“, – განაცხადა აბაშიშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0