სასამართლომ ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა

© facebook.com/mod.gov.geთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი, 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატების სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. მათ ბრალად ედებათ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და ტენდერის შედეგების გაყალბება.

საქმეზე მორიგი წინასწარი მოსმენა პარასკევს, 26 ივნისს გაიმართა. საქმის არსებითი  განხილვა 10 ივლისს დაიწყება.

”დაცვის მხარე სასამართლოში ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით წარდგა, მაგრამ სასამართლომ თხოვნა არ დააკმაყოფილა”, — განაცხადა სასამართლოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი, 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. 

თავდაცვის სამინისტროში გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს: შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური,  გენერალური შტაბის კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს მეთაური დავით წიფურია, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს ყოფილი ხელმძღვანელი გიზო ღლონტი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 30 ოქტომბერს შეუფარდა, ხოლო 2015 წლის 19 ივნისს ისინი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების თავდებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე გაათავისუფლა.

 


ყველა ახალი ამბავი
0