თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. 26 წლიანი დუმილის შემდეგ გედის ორმაგ სისტემაში მონსტრმა, შავმა ხვრელმა გაიღვიძა, ნათქვამია ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
დედამიწიდან 8 ათასი სინათლის წელიწადის დაშორებით, ირმის ნახტომში მდებარე შავი ხვრელის აფეთქებაზე დეტალური ინფორმაციის მიღება მეცნიერებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრ Integral-ის მეშვეობით შეძლეს.
გედის ორმაგ V404 სისტემაში შავი ხვრელი ბოლოს 1989 წელს აფეთქდა და სწორედ ეს იქცა ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად შავი ხვრელების შესწავლის საქმეში. ამის შემდეგ ობიექტი მშვიდ მდგომარეობას დაუბრუნდა და ასტროფიზიკოსებმა მისი კომპანიონი-ვარსკვლავის დათვალიერება შეძლეს, რომელსაც შავი ხვრელი თანდათანობით შთანთქავდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შავი ხვრელის ქცევა ახლა დიდი მოულოდნელობებითაა აღსავსე. ის საათების ან წუთების ინტერვალითაც კი იცვლის ნათებას რამდენიმე სიდიდეზე.