ექსტრემისტებისაგან მოსალოდნელი საფრთხეების გამო, საქართველო საზღვრებს გააძლიერებს

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია სირიის ქალაქ მაალულაში
სიტუაცია სირიის ქალაქ მაალულაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტო „ფრანც პრესი“ იტყობინება, რომ ისლამისტმა ექსტრემისტებმა რუსეთის კავკასიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადეს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველო გააძლიერებს საზღვრების დაცვას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 25 ივნისს განუცხადა. 

 მანამდე სააგენტო „ფრანც პრესი“ იტყობინებოდა, რომ ისლამისტმა ექსტრემისტებმა რუსეთის კავკასიაში  დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადეს. სააგენტოს მონაცემებით, საუბარია დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალკანეთში მოქმედ ბოევიკებზე.

 „ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი ჩვენთვის და კავკასიისათვის… რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ იმ საზღვრებს, რომლითაც გადაადგილდება ეს ხალხი“ —განაცხადა გომელაურმა. 

 ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო იმუშავებს „როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ ასევე „კავკასიის იმარატის“ მიმართულებით.

 ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ფართე  ექსპანსია, რომელმაც ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრო, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. დაჯგუფებამ, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით 30 ათასამდე ბოევიკს ითვლის, მიტაცებულ ტერიტორიებზე ხალიფატი გამოაცხადა და ცდილობს გააფართოვოს თავისი გავრცელები არეალი.

 „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს: დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს მეთაურობით (ჯერჯერობით საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება), ასევე ერაყელი და სირიელი ქურთები. საბრძოლო მოქმედებების შედეგად რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, ასეულობით ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა და კიდევ რამდენიმე ათასი „ისლამური სახელმწიფოს“ მძევალია. 


ყველა ახალი ამბავი
0