მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაქოს ევრუპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა მერვე ბრინჯაო მოიპოვა

© https://www.facebook.com/baku2015ევროპული თამაშები ბაქოში
ევროპული თამაშები ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ საქართველოს ნაკრებს 11 მედალი აქვს, რომელთაგან სამი ვერცხლისაა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.. მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, 60 კგ.მდე წონით კატეგორიაში პაპინაშვილმა იპონით მოუგო ესპანელ ფრანცისკო გარიტოს. ამ გამარჯვებამ პაპინაშვილს 160 სარეიტინგო ქულა მოუტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებს ევროპულ თამაშებზე მერვე ბრინჯაოს მედალი. სულ საქართველოს ნაკრებს 11 მედალი აქვს, რომელთაგან სამი ვერცხლისაა. 

26 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში ძიუდოისტთა ჯილდოების 6 კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიდან  მამაკაცებში წარმოადგენენ: 73 კგ.მდე წონით კატეგორიაში — ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი; 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში — უშანგი მარღანია და ავთანდილ ჩრიკიშვილი. ქალთა შორის 70 კგ.მდე წონით კატეგორიაში — ნინო ოძელაშვილი და ესტერ სტამი.


ყველა ახალი ამბავი
0