მტკვარში, იუსტიციის სახლთან დამხრჩვალი კაცი იპოვეს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთან, ჯერ კიდევ გრძელდება თბილისში 14 ივნისის ღამეს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ დაკარგული სამი ადამიანის ძებნა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik.  ხუთშაბათს, 25 ივნისს, მდინარე მტკვარში, იუსტიციის სახლის მახლობლად მაშველებმა მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ  შსს-ს გადაუდებელი დახმარების  „112“ —ის მართვის ცენტრის პრეს-სამსახური იტყობინება.

 „დაღუპულის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი“ — განაცხდა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

 სამშაბათს, სამაშველო სამსახურში შეტყობინება შევიდა მასზედ, რომ მტკვარში, გალაქტიონის ხიდთან კაცი იხრჩობოდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა დაზარალებული ვერ იპოვნეს. 

 ამასთან, ჯერ კიდევ გრძელდება თბილისში 14 ივნისის ღამეს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ დაკარგული სამი ადამიანის ძებნა.


ყველა ახალი ამბავი
0