25 ივნისის ღამეს სოჭში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა. დილისთვის ნალექმა იმატა და სიტუაცია უფრო გართულდა. წყალმა დატბორა კურორტის ბევრი ქუჩა: დონსკაია, კოოპერატივნაია, ნავაგინსკაია.
უამინდობის გამო წყალმა გადაუარა ადლერის გზებსაც. კერძოდ, დაიტბორა მოლოკოვის, ავიაციონნის და ლენინის ქუჩები, ასევე ბლინოვოს მიკრორაიონი.
წვიმის გამტარი კანალიზაციები სოჭში და ადლერში ვერ ასწრებენ წყლის დიდი რაოდენობის გატარებას. წყლის დონე ზოგიერთ ადგილას 1 მეტრის სიმაღლეს აღწევს. დაიტბორა ზოგიერთი კერძო სახლი, ფედერალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანები კი წყლის ტყვეებად იქცნენ.