როსავიაციამ ადგილობრივი აეროპორტი დაკეტა ასაფრენი ზონის, აეროსადგურისა და თვითმფრინავების სადგომის დატბორვის გამო, "რია ნოვოსტის" შეატყობინა სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სოჭის ხელისუფლებამ გაავრცელა გაფრთხილება ზღვაში ტორნადოს წარმოქმისა და მისი ხმელეთზე გადაადგილების შესახებ. სინოპტიკოსების პროგნოზების მიხედვით, წვიმა მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება და, შესაძლოა, მომავალ დღემდეც გასტანოს.
წყალდიდობის გამო უსაფრთხოების მიზნით გამოირთო ქვესადგური "სამხრეთი", რის გამოც სოჭში ადლერის რაიონის 3 დასახლებული პუნქტის 24 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემების მიხედვით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ჯგუფი ამ მომენტისთვის 325 ადამიანისა და 78 ერთეული სპეცტექნიკისგან შედგება. დამატებითი ძალები გამოიყო ტუაპსედან, გელეჯიკიდან და ნოვოროსიისკიდან. სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
ხუთშაბათს ღამით სოჭში ძლიერი წვიმა დაიწყო, რომელიც უკვე მთელი დღეა ხანმოკლე წყვეტებით გრძელდება. ძლიერი ნალექისა და ქარიშხლის გამო კანალიზაცია დატვირთვას ვერ უძლებს.