მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო უწყებებმა რეგიონალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პეტრ დრულაკი (Petr Drulak) მოინახულებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებს დიცის და მერეთს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik.  რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობა განიხილებოდა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მსვლელობისას, რომელიც თბილისში ხუთშაბათს, 25 ივნისს შედგა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაღრმავების პერსპექტივები. ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

 ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. 

 ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პეტრ დრულაკი (Petr Drulak) მოინახულებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებს დიცის და მერეთს. ამასთან, გაიმართება შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილე ჩეხ მონიტორებთან. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა 16 მონიტორითაა წარმოდგენილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

 კონსულტაციებს, ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პეტრ დრულაკი. 


ყველა ახალი ამბავი
0