წულუკიანმა ერევანში გამართულ ფორუმზე დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წულუკიანის განცხადებით, საქართველო და სომხეთი რთულ რეგიონში მდებარეობს, ამიტომაც "ჩვენი ერთადერთი იარაღი მხოლოდ ძლიერი დემოკრატიაა".

თბილისი, 25 ივნისი  – Sputnik. საქართველო და სომხეთი რთულ რეგიონში მდებარეობს, ამიტომაც ჩვენი ერთადერთი იარაღი მხოლოდ ძლიერი დემოკრატიაა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სომხურ–ქართული სამართლებრივი ფორუმის შემდეგ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ხუთშაბათს, 25 ივნისს.

"ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს რეგიონში და  ჩვენი ერთადერთი იარაღი მხოლოდ ძლიერი დემოკრატიაა, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ადამიანის უფლებების დაცვისა და განმტკიცებისათვის მუშაობენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ დღეს ისტორიული უწოდა, რამეთუ საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ფორუმს, რომელზეც ქვეყნები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0