ენმ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნავს, ლტოლვილთა დაახლოებით 500 ოჯახს, რომლებიც შენობის რეაბილიტაციის დასრულებას ელოდნენ, დღეისათვის არ გააჩნიათ საკუთარი სახლი და სხვადასხვა შენობებს აფარებენ თავს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კორუფციაში ადანაშაურლებს და პროკურატურას სამინისტროს საქმიანობის შესწავლისაკენ მოუწოდებს.

 „სოზარ სუბარის მინისტრობის დროს (ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) 10 მილიონი ლარის ოდენობის ფარგლებში შენობების რეაბილიტაციის შეთანხმება გაფორმდა. ამ თანხის 80% ავანსის სახით გამოიყო, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა. იმ ობიექტების მდგომარეობა, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა, სავალალოა“, — განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ხუთშაბათს, 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

ლტოლვილების შესახლების მიზნით,  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს  ან ახალ შენობებს აშენებს იმ თანხებით, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

როგორც ნადირაშვილი აღნიშნავს, ლტოლვილთა დაახლოებით 500 ოჯახს, რომლებიც შენობის რეაბილიტაციის დასრულებას ელოდნენ, დღეისათვის არ გააჩნიათ საკუთარი სახლი და სხვადასხვა შენობებს აფარებენ თავს.

 „ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებს დევნილთა და განსახლების სამინისტროში. ეს არის საგანგაშო ფაქტი. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ და მივმართავთ პროურატურას, გამოიძიოს სოზარ სუბარის და მისი წინამორბედის დროს როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების განკარგვა“, — აღნიშნა ნადირაშვილმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0