თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფოს” გადაწყვეტილება ოქროს მონეტების გამოშვების შესახებ ოქროზე ფასის ზრდას გამოწვევს და შესაძლოა, მსოფლიო სავალუტო არქიტექტურის რეფორმირების ათვლის წერტილი აღმოჩნდეს, განაცხადა სააგენტო ”სპუტნიკ აზერბაიჯანთან” საუბრისას ეკონომისტმა ფაუდ ალიზადემ. მანამდე ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ განწყობილმა სირიელმა აქტივისტმა აბუ იბრაჰიმ რაკავიმ Twitter-ში ჯერ არაღიარებული ხალიფატის ვალუტის — ოქროს დინარის ფოტო განათავსა.
ბოლო ხუთი წლის მონაკვეთში ოქროს ფასი ჯერჯერობით ყველაზე დაბალ დონეზეა. კერძოდ, ოქროს ფასმა თავის პიკს 2011 წლის 6 სექტემბერს მიაღწია — ტროას უნციის ფასი 1920 აშშ დოლარი იყო.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 24 ივნისს მოსკოვის დროით 09.09 საათის მდგომარეობით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Comex ოქროზე აგვისტოს ფიუჩერსი 0,7 აშშ დოლარით, ან 0,06%-ით ქვევით იწევს, ანუ ტროას უნციის ფასი 1177,3 აშშ დოლარია.
”ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან ოქროს დინარის გამოშვება მსოფლიოში ”მესამე ძალის” არსებობაზე მიუთითებს, რომლის წონაც თანდათან მატულობს და რომელიც მზადაა, აშშ-ის მთავროობის მიერ შექმნილი ამჟამინდელი მსოფლიო სავალუტო არქიტექტურა დაანგრიოს. ბოლო მცდელობა, რომელიც ოქროს დინარის შემოღებით ამერიკული დოლარის ბატონობის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად, ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლით დასრულდა. ”ისლამური სახელმწიფოს” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ოქროს დინარების დამზადების თაობაზე ხელს უწყობს იმას, რომ აშშ-მა თავის ძალისხმევა ამ ორგანიზაციის მებრძოლების სამხედრო ძალით განადგურებისკენ მიმართოს”, — განაცხადა ალიზადემ.
როგორც ექსპერტი აცხადებს, ”ისლამური სახელმწიფოს” გადაწყვეტილების გამო ასევე გაიზრდება მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა და სავაჭრო დარბაზებში — ”წითურ ლითონზე” ფასი.
ექსპერტმა დასძინა, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიძლება უკვალოდ გაუჩინარდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოპარული ოქრო, რომლებსაც შემდეგ ოქროს დინარებად გადაადნობენ.
”ისლამური სახელმწიფოს” ტერიტორიაზე ოქროს დინარის გამოჩენა ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში შეიძლება ”ქაღალდის ფულზე” უარის თქმის ათვლის წერტილად იქცეს. რეგიონის საქმიანი წრეების მხრიდან ”ისლამური სახელმწიფოს” ვალუტის აღიარება უშუალოდ მონეტაში გადამდნარი ოქროს ფასი გახდება და ბიზნესმენებს დიდად არ შეუქმნის უხერხულობას ის, რომ ოქროს დინარების ”გამოჭედვა” ხალიფატის მებრძოლების მხრიდან განხორციელდა”, — განაცხადა ექსპერტმა.
ალიზადე მიიჩნევს, რომ ოქროს და ვერცხლის ტომრების ეპოქის დაბრუნება მთლიანად ჯდება არა მარტო შუასაუკუნეების მსგავსი სახელმწიფოს კონცეფციაში, რომელიც ახლა იქმნება, არამედ თანამედროვე სამყაროშიც მცირე და საშუალო ბიზნესის დონეზე.
მისი აზრით, ოქროს როლის ზრდა აშშ-ს დიდი რყევებით ემუქრება, რადგანაც ”ისლამური სახელმწიფოს” მეომრები მომავალში სულ უფრო მეტად მოითხოვენ რეალიზებული ნავთობის გადასახადს ოქროთი და არა ამერიკული დოლარებით.
ერთი უნცია ოქროს ღირებულების ზრდის მაჩვენებლები ასეთია: 1792 წელს — 19,3 აშშ დოლარი, 1934 წელს — 35 აშშ დოლარი, 1973 წელს — 42,22 აშშ დოლარი, 1980 წელს — 850 აშშ დოლარი ერთი ტროას უნციისთვის. 2008 წლის მარტის თვეში ოქროს ფასმა ერთი ტროას უნციისთვის 1000 აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა.