თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. კოალიცია „ევრაზიული კავშირის–საქართველოს“ წევრის მამუკა ზანდუკელის ბრიფინგი რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში 26 ივნისს, 14:00 სთ–ზე გაიმართბა.
„როგორც ცნობილია, უკრაინაში და ძირითადად ოდესაში, ოფიციალური კიევის შეხედულებებისგან განსხვავებული მოსაზრების გამო, უკრაინელი ჟურნალისტები არტიომ ბუზილა და ელენა გლიშენსკაია დააპატიმრეს. ბუზილას წინააღმდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დადასტურებულია“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
„ჟურნალისტების მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის დეპუტატები და უკრაინის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები გამოვიდნენ. სოლიდარობის გამოსახატავად, 24 ივნისს ოდესაში საპროტესტო აქციის გამართვა იყო დაგეგმილი. აქციაში მონაწილეობისათვის დღეს ოდესაში კოალიცია „ევრაზიული კავშირი –საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მამუკა ზანდუკელი ჩავიდა, რომელიც ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, ქვეყანაში არ შეიუშვეს და ის ამ დრომდე ოდესის აეროპორტში იმყოფება“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მამუკა ზანდუკელი – საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენი სამშობლოს“ თავმჯდომარე და „ირაკლი მეორის საზოგადოების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერია, რომელიც „ევრაზიული არჩევანი –საქართველოს“ კოალიციაში შედის.
"რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: