მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა სირიის ქალაქ კობანში20 ქურთი სიკვდილით დასაჯეს

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშისირიელი მოქალაქეები
სირიელი მოქალაქეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისლამურმა სახელმწიფომ კობანისთან ახლოს მდებარე ქურთების სოფელში 20 ადამიანი დახვრიტეს, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები, განაცხადა სირიის სამართალდამცავი ორგანიზაციის SOHR წარმომადგენელმა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქალაქ კობანიში, რომელიც ამბოხებულების გათავისუფლებას ცდილობს, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა  20 ქურთი, მათ შორის ბავშვები, სიკვდილით დასაჯეს, განაცხადეს სირიელმა სამართალდამცავებმა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 „ისლამურმა სახელმწიფომ“ კობანისთან ახლოს მდებარე სოფელში 20 ქურთი დახვრიტა, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები“, — სააგენტო „ფრანს პრესი“ ინფორმაციას სირიის სამართალდამცავი ორგზანიზაცია SOHR–ზე (Syrian Observatory for Human Rights) დაყრდნობით ავრცელებს.

 „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ქალაქ კობანიზე შეტევა სირია-თურქეთის საზღვარის საკონტროლო-გამშვებ პუნტქზე ორმაგი ტერაქტის შემდეგ დაიწყეს, ამის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს  ქურთულმა სააგენტო„ფირატმა“ გაავრცელა.

ქალაქის დასახლებულ პუნქტებში  ტერორისტთა შეტევას თან სდევდა ინტენსიური უმისამართო სროლები.

ტერორისტთა შეტევის მოგერიებას ქურთული თავდაცვის ძალები ცდილობენ, თუმცა, ლიბანის ტელეარხ „ალ-მაიადინის“ მონაცემებით, ტერორისტებმა უკვე შეძლეს ქალაქის გარეუბანში მდებარე საავადმყოფოს შენობის აღება და დასახლებულ უბნებში შეჭრა.

სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, ხუთშაბათს აფეთქებისა და შეტაკების შედეგად  12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაიჭრა.

სირიაში 2011 წლის მარტიდან შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, რის გამოც, გაეროს მონაცემებით, 220 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო ჯარებს წინააღმდეგობას უწევს ბოევიკების რაზმი, რომლებიც სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები არიან. განსაკუთრებით აქტიურობენ ექსტრემისტული დაჯგუფებების „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰატ ან-ნუსრას“ ბოევიკები.

 


ყველა ახალი ამბავი
0