მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხიდაშელი: საჭიროა დაჩქარდეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა.

თბილისი, 25 ივნისი  – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა  ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან მანფრედ ვებერთან (Manfred Weber) შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური.

„ჩვენ შევასრულეთ ვალდებულებები, ახლა საჭიროა დაჩქარდეს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი“, – განაცხადა ხიდაშელმა შეხვედრის დასასრულს, რომელიც ბრიუსელში ხუთშბათს, 25 ივნისს გაიმართა.

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0