თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე მკვდარი აფთარი იპოვეს

© photo: Sputnik / Валерий Шустов / გადასვლა მედიაბანკშიზოლებიანი აფთარი
ზოლებიანი აფთარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღემდე ეძებენ ვეფხვს. ყველა სხვა საშიში ცხოველი ან დაიღუპა, ან ზოოპარკში იმყოფება.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ზოლიანი აფთარი, რომელსაც ვეფხვთან ერთად თბილისის წყალდიდობის შემდეგ ეძებდნენ, 24 ივნისს ზოოპარკის ტერიტორიაზე მკვდარი იპოვეს.

14 ივნისის წყალდიდობამ თბილისის ზოოპარკის ქვედა ნაწილი მთლიანად გაანადგურა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლებიც, ქუჩაში აღმოჩნდა. ნაწილი ზოოპარკში დააბრუნეს, ნაწილის კი ადგილზე ლიკვიდაცია გახდა საჭირო.

”ვოლიერების წმენდა გრძელდება. ნაპოვნია ზოლიანი აფთარი, რომელსაც ვეძებდით. დარჩა ერთი ვეფხვი, რომლის მოძებნაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ყველა დანარჩენი დიდი, საშიში ცხოველი სახეზეა, გარდა ამ ვეფხვისა”, — განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ეთერში.

ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რომელშიც მძიმე ტექნიკაა ჩართული, მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკით ვოლიერებიდან წყლის ამოტუმბვა.


ყველა ახალი ამბავი
0