ხელისუფლებამ ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოქმედების გეგმა შეიმუშავა

© photo: Sputnikამინდი
ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
24-დან 27 ივნისის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება 22 მეტრამდე წამში.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობასთან არსებულმა  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ, ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა შეიმუშავა.

 „საგანგებო თათბირზე საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დაიგეგმა… შეხვედრის მონაწილეებმა 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა შეიმუშავეს“, — ნათქვამია საბჭოს შეტყობინებაში.

 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 24-დან 27 ივნისის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება 22 მეტრამდე წამში. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა ზოგიერთ მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს.

 14 ივნისის ღამეს კოკისპირული წვიმისა და მეწყერული პროცესების შედეგად,  დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. 3 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.


ყველა ახალი ამბავი
0