აბაშიშვილი: ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გორგი აბაშიშვილის განცხადებით, განსახილველი შესწორებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ექსპერტების, ბიზნეს-ასოციაციების და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ახალ კანონპროექტზე კომენტარისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ეროვნული ბანკის დანაწევრების უარგუმენტო პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, 1 ივლისიდან ეროვნულ ბანკთან უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი — ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო. მისი მთავარი ფუნქცია ფინანსური სექტორის ფინანსური სტაბილურობის და გამჭვირვალეობის ხელშეწყობა იქნება.

 „ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი. საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ყველაზე მაღალპროფესიონალურად ასრულებს საკუთარ საქმიანობას, მათ შორის — საბანკო ზედამხედველობის სფეროში“, — განაცხადა აბაშიშვილმა ოთხშაბათს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისი თქმით, განსახილველი შესწორებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ექსპერტების, ბიზნეს-ასოციაციების და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს.

 „სამწუხაროდ, კანონპროექტის ავტორების და არც მათი მხარდამჭერების მხრიდან ამ დრომდე არც ერთი, თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია“, — აღნიშნა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩეველი ვარაუდობს, რომ ზემოაღნიშნული შესწორებები ამოქმედების შემდეგ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.


ყველა ახალი ამბავი
0