ბერუჩაშვილი: აშშ–ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე 14 ივნისს შვებულებაში არ გასულა

© facebook.com/mod.gov.geქართულ–ამერიკული სწავლებები
ქართულ–ამერიკული სწავლებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგეშიძის ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ოთხშბათს, 24 ივნისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 14 ივნისს, როდესაც თბილისში სტიქიური უბედურება მოხდა, ამერიკაში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა. გეგეშიძის  ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ოთხშბათს, 24 ივნისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.

 „ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ 2015 წლის 14 ივნისს  ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ბ-ნ არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში იმყოფებოდა ვაშინგტონში და ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 14 ივნისს ელჩმა  შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რომელთაც მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში გახსნილი სპეციალური ანგარიშის თაობაზე, სადაც შესაძლებელი იყო სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მობილიზება. გარდა ამისა, 15 და 16 ივნისს გეგეშიძემ შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესში, ხოლო 16 ივნისს  USAID–ის ოფისში გამართა შეხვედრა და თბილისში მომხდარი სტიქიის თაობაზე ორგანიზაციის  წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 14 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 3 ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.


ყველა ახალი ამბავი
0