მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტოლტენბერგი: ნატო მოვალეა მოკავშირეების დაცვა უზრუნველყოს

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატო–ს ყველა მოკავშირე ერთ აზრს იზიარებს, რომ შეიარაღებაზე კონტროლი აუცილებელია, აცხადებს ნატოს გენმდივანი.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ნატო არ ისწრაფვის შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთთან შეჯიბრი გამართოს, მაგრამ მოვალეა მოკავშირეების დაცვა უზრუნველყოს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს წევრი–ქვეყნების თვდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 „ჩვენ ვასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებს, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ შეთანხმებას შეიარაღების შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვას“,–განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი სიტყვებით, „ნატო–ს ყველა მოკავშირე ერთ აზრს იზიარებს, რომ შეიარაღებაზე კონტროლი აუცილებელია. ჩვენ არ ვისწრაფვით შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთთან შეჯიბრის გამართვაზე, მაგრამ მოვალენი ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და როდესაც როლები იცვლება, შევძლოთ ადაპტირება“, – აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0