ბოლო წლებში საზღვარგარეთ საქართველოს 3,715 ათასი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთანავე 2010–2014 წლებში სამშობლოში დეპორტირებულია 8,610 ათასი საქართველოს მოქალაქე. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2014 წელს დეპორტირებულთა რიცხვმა ორჯერ იკლო (1,031).

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. 2010–2014 წლების მონაცემებით, საზღვარგარეთ საქართველოს 3,715 ათასი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ბრალი სხვადასხვა სამართალდარღვევაში ედებათ, იუწყება  არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“(IDFI) ოთხშბათს, 24 ივნისს.

2013 წელს, 2010 წელთან შედარებით, დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 ათას საქართველოს მოქალაქეს. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტალში დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე.

ამასთანავე 2010–2014 წლებში სამშობლოში დეპორტირებულია 8,610 ათასი საქართველოს მოქალაქე. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2014 წელს დეპორტირებულთა რიცხვმა ორჯერ იკლო (1,031). მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს 201 მოქალაქეა დეპორტირებული. 

IDFI-იმ საზღვარგარეთ დაკავებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დეტალური (დანაშაულის სახეების და ქვეყნების მიხედვით) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. ინფორმაცია 23 ქვეყანაში ((არგენტინა, აშშ, ბელორუსი, ბულგარეთი, დანია, ეთიოპია, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი და ჩინეთი)არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და 4 ქალაქში (სალონიკი, ტრაპზონი, განჯა და მაინის ფრანკფურტი) არსებული საკონსულოებისგან იქნა მოწოდებული.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0