თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ამერიკელი ინჟინრები წინადადებით გამოდიან შეიქმნას უჩვეულო „ბრტყელი“ კოსმოსური ხომალდი, რომელიც დედამიწასთან ყველაზე ახლო მყოფ ვარსკვლავებს — ცენტავრის ალფას სულ რაღაც 20 წელიწადში მიაღწევს, ეს კი ლაზერის ბაზაზე აგებული ორიგინალური ძრავის წყალობით მოხდება, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ კალიფორნიის უნივერსიტეტის სანტა-ბარბარას პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს სხვა პლანეტის სისტემებზე ზონდების გაგზავნა და იქ სიცოცხლის მოძებნაა. ჩვენ გთავაზობთ აპარატის შექმნას, რომელიც ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მოგვცემს. აპარატში გამოვიყენებთ ძრავს, რომელიც ენერგიის მიმართული დასხივების პრინციპზე იმუშავებს“, — აღნიშნავს ფილიპ ლუბენი (Philip Lubin) კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
ლუბინი და მისი კოლეგები უკვე რამდენიმე წელია ნასას დაკვეთით მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც მზის სისტემის საზღვრების დატოვების და შორეული ვარსკვლავების და პლანეტების შესწავლის საშუალებას მოგვცემდა. მათი ყველაზე პერსპექტიული ნამუშევარია ლაზერული ძრავის პროექტი DEEP-IN და განსაკუთრებული კოსმოსური ხომალდი, რომელსაც ის დაშლის.
როგორც მეცნიერი მოგვითხრობს, ეს იდეა ასტეროიდების ლაზერით განადგურების პროექტიდან DE-STAR წამოვიდა, რომელიც სანტა-ბარბარას უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა საზოგადოებას ორი წლის წინ, ჩელიაბინსკის მეტეორიტის ვარდნის თითქმის პარალელურად წარუდგინეს.
ლაზერული ძრავი, ისევე როგორც ასტეროიდული პლატფორმა, იქნება რამდენიმე ათასი მიკროლაზერის ნაკრები, რომელიც გაერთიანდება ფაზირებულ ბადეში (ცხაურში). ეს მოწყობილობა შეუერთდება არა თვითონ ხომალდს, არამედ განთავსდება ორბიტაზე და პირველადი დამშლელი მოდულის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც ცენტავრის ალფასკენ ან სხვა ვარსკვლავებისკენ მიმავალ ზონდს ათასჯერ უფრო მეტად დააჩქარებს, ვიდრე ახლა „ვოიაჯერები“ ფრენენ.
რა თქმა უნდა, ასეთი ძრავი არ იმუშავებს თანამედროვე ზონდებისთვის და პილოტირებადი კოსმოსური აპარატებისთვის — ლაზერი მათ, უბრალოდ, გააქრობს და ძალიან მაღალი სიჩქარით ფრენას ვერ აიძულებს. DEEP-IN-ის ტესტებისთვის ლუბინი და მისი კოლეგები საგანგებო ბრტყელი ზონდების შექმნის წინადადებით გამოდიან, რომლებიცშეიქმნება განსაკუთრებული ამრეკლავი მასალისგან, აღჭურვილი იქნება თავისებური უაღრესად თხელი და მსუბუქი 30 მეტრი დიამეტრის მქონე გრაფენული იალქნით.
მსგავსი ვარსკვლავთშორისი „იალქნიანი ხომალდი“, ამერიკელი ფიზიკოსების გათვლით, ცენტავრის ალფას 20 წელიწადში მიაღწევს და მარსსა და დედამიწას შორის ფრენებს სულ რაღაც სამ დღე–ღამეში შეასრულებს სასარგებლო დატვირთვის გარეშე და ერთ თვეში — 10 ტონიანი დატვირთვით. მთავარი პრობლემა ორივე შემთხვევაში უპილოტო საფრენის დამუხრუჭება იქნება — ლუბინის გუნდს ჯერჯერობით არა აქვს იდეა, როგორ შეაჩეროს ლაზერული „იალქნიანი ხომალდი“ უსაფრთხოდ.
„მიუხედავად იმისა, რომ აჩქარების სტრატეგია ყველა ტიპის კოსმოსურ ხომალდს არ ერგება, ის კოსმოსის შესწავლაში რადიკალურად ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ჩვენი პროექტი ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და ჩვენ მის ტექნიკურ რეალიზაციაზე ვმუშაობთ. ჩვენ მოგვიწია რადიკალურად გაგვეაზრებინა შემუშავების მთელი სტრატეგია იმისთვის, რომ უარი არ გვეთქვა ოცნებაზე, ვარსკვლავებს შევწვდომოდით. DEEP-IN ხსნის გზას, რომელიც, მიუხედავად მისი სირთულისა, გვაძლევს ტექნოლოგიურ შესაძლებლობას, მათკენ მოძრაობა დავიწყოთ“, — დასკვნის სახით განაცხადა ლუბინმა.