თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომელთა პროვოცირება ხელისუფლების მიერ ელექტორენერგიის გაძვირებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოახდინა, არ შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს, თუმცა ის გაგრძელდება მანამ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან კომპრომისის მიღწევას არ შეეცდება, განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტმა ანდრეი არეშევმა.
გასულ პარასკევს ერევანში, თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც ორშაბათ საღამოს პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობაში გადაიზარდა. სამშაბათს, გამთენიისას პოლიციელებმა სპეცტექნიკის გამოყენებით დაშალეს დემონსტრანტები, რომლებიც ელექტროენერგიაზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარშალ ბაგრამიანის გამზირი. დაახლოებით 240 დემონსტრანტი, მათ შორის, ჟურნალისტები, პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, 25-მა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა დახმარებისთვის.
„გადატრიალების მცდელობაზე საუბარი არაა“
„არ მგონია, რომ სომხეთში ახლა რაღაც გადატრიალებაზე ან ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე მიდიოდეს საუბარი. თუმცა ობიექტური სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილების სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით გამოყენება – ეს გარემოთამაშეების ნაცნობი ხელწერაა არა მარტო სომხეთში, არამედ რიგ სხვა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც“, – თქვა არეშევმა.
ექსპერტის თქმით, რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება. პირველი – სპეციფიური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კომპლექსი, რომლებიც სომხეთში მწვავედ დგას და რომლებიც ბევრი წლის მანძილზე გროვდებოდა; მეორე – ახალგაზრდობის სიმრავლე და ახალგაზრდული არაფორმალური ჯგუფების როლი, რომელთა შესახებაც ძალზე ცოტა რამაა ცნობილი. ეს სიტუაცია ძირითადად მოქმედი ხელისუფლების წყალობით ჩამოყალიბდა, რომელმაც ისეთი პარტიების მარგინალიზაცია მოახდინა, როგორებიც არიან „აყვავებული სომხეთი“ და „სომხეთის ეროვნული კონგრესი“. სწორედ ეს პარტიები იყვნენ ხალხმრავალი, ათობით ათასიანი მიტინგების ორგანიზატორები.
„ახლა ბევრი რამ შეიძლება ვივარუდოთ იმ ახალგაზრდების კავშირებზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საპროტესტო აქციებზე. მეჩვენება, რომ სიტუაცია, მისი სირთულის გათვალისწინებით, მშვიდობიანი გზით უნდა დარეგულირდეს, რაზეც გუშინ ილაპარაკა კიდეც დმიტრი პესკოვმა (რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი. –რედ.). სომხეთისთვის, როგორც ევრაზიული კავშირის წევრისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მეგობარი ქვეყნისთვის, სოციალურ-ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადადგას სომხეთის ხელისუფლებამ ნაბიჯები“, – ხაზი გაუსვა ექსპერტმა.
მან მიუთითა, რომ სომხეთში კონფლიქტის დასარეგულირებლად უპირველესად აუცილებელია მოიხსნას მისი გამომწვევი მიზეზი – ფორმალური საბაბი, რომელმაც ჩახმახის როლი შეასრულა უკმაყოფილების ამოფრქვევაში, კერძოდ, უნდა გადაიჭრას ელექტროენერგიის გაძვირების პრობლემა.
„შესაძლოა აქ რაღაც ვარიანტებიც მოიძებნოს, მათ შორის, ამ საკითხის უფრო გულდასმით დასარეგულირებლად და თანაც, პარლამენტის დონეზე. მეჩვენება, რომ ერევნის ქუჩებიდან ეს დაპირისპირება უფრო კონსტრუქციულ კალაპოტში უნდა მოვაქციოთ – კერძოდ, პარლამენტის კედლებში, სადაც უნდა იჭრებოდეს კიდეც ასეთი სახის საკითხები“, – აღნიშნა არეშევმა.
„ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას“
არეშევს მიაჩნია, რომ სომხეთის ხელისუფლება მთლიანობაში აკონტროლებს სიტუაციას და მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტთა შორის შესაძლოა ათასგვარი ადამიანი იყოს, „ქვეყანაში ესმით, რომ კონფლიქტის უკრაინული სცენარით განვითარება არსებულ პირობებში უკიდურესად უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს“.
„სომხეთში ყოველთვის… გამოგვდიოდა რაღაც კომპრომისების მოძებნა. ვფიქრობ, ახლაც გამოგვივა“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ არეშევმა.
„რა თქმა უნდა, პროტესტები, ასე თუ ისე, მაინც გაგრძელდება, რამდენადაც არსებობს ბევრი ობიექტურ წანამძღვარი. ასევე არსებობს ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლის ინტერესიც, მათ შორის, გარეძალების მხრიდანაც. დიახ, პროტესტები გაგრძელდება და აქ მთავარი ისაა, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ადამიანებთან ლაპარაკი და იმავდროულად წინასწარ განზრახული პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების აღკვეთა. ასევე საჭიროა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თუ რადიკალურად არა, ნაწილობრივ გაუმჯობესება მაინც“, – დაასკვნა არეშევმა.